საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მეორე ფორუმი

21 მარტს შერატონ მეტეხი პალასში ჩატარდა საქართველოს კერძო კოლეჯების მეორე ფორუმი. ფორუმზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ჯანდაცვის სამინისტროს, სხვა სახელისუფლებო სტრუქტურების, გერმანიი სსაელჩოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტნიორი ბიზნეს ორგანიზაციების, საქართველოს კერძო კოლეჯების წარმომადგენლები და განათლების ექსპერტები.

ფორუმის მუშაობაში სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს სამხრეთ კავკასიის პარტნიორობის პროექტი სხელმძღვანელები. სკკა 2013 წლის ანგარიშით წარსდგა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, ბატონი კახაბერ ერაძე. ანგარიშში განხილული იყო ინფორმაციები საქართველოს კერძო კოლეჯებში არსებულ მდგომარეობაზე, საანგარიშო წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებზე, კერძო კოლეჯების წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. ჩატარდა გამგეობის, ასოციაციის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები. დამტკიცდა ასოციაციის შიდა სტანდარტები. ასოციაციის პრეზიდენტად არჩეული იქნა ქალნატონი მაია ჩიხლაძე, რომელმაც ისაუბრა სკკა წინაშე 2014 წელს არსებულ პრიორიტეტებსა და ძირითად მიმართულებებზე. სკკა გამგეობაში არჩეული იქნა აკადემიის დირექტორის მოადგილე პროფესორი ბადრი გეჩბაია. ღონისძიების დასასრულს ასოციაციის პრეზიდენტმა გასულ წელს და მიმდინარე წლის პირველ კვატრალში ჩატარებულ ტრეინინგებსა და ღონისძიებებში მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა


 


 

გვიპოვეთ რუკაზე

დაგვიკავშირდით

 შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA

  • მის: ქ.ბათუმი, გრიბოედოვის 67
  • ტელ: 0422 22-71-63 ; 593 93-17-91

გაუზიარეთ

თქვენ იმყოფებით გვერდზე: მთავარი / აკადემიის სიახლეები / საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მეორე ფორუმი