მიმდინარე წლის 4 დეკემბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა ბათუმის პროფესიულ სასწავლებელთა წარმომადგენლების შეხვედრა

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს:

ბადრი გეჩბაია - ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის დირექტორის მოადგილე, პროფესორი;

ამირან მგელაძე -პროფესიული სასწავლებლის”ეკვადორი”დირექტორი;

გურამ   ქათამაძე -  ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელის”ანრი” სასწავლო განყოფილების უფროსი;

იზოლდა ხალვაში-ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის დირექოტრის მოადგილე, მანანა ხაბაძე -  ხარისხის მართვის მენეჯერი;

ბიძინა კირთაძე - პროფესიული სასწავლებლის”ბლექსი” ხარისხის მართვის მენეჯერი;

რევაზ უზუნაძე - ბათუმის სამედიცინო აკადემიის დირექტორი, აკაკი ზოიძე -დირექტორის მოადგილე, მზია ბაკურიძე -  სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი,ინგა შალამბერიძე - ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი.

შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა ბათუმის სამედიცინო აკადემიის  დირექტორმა, პროფესორმა  რევაზ უზუნაძემ.  ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პროფესიული განათლების წინაშე დასახულმა ამოცანებმა დღის წესრიგში დააყენა პროფესიული სასწავლებელების ურთიერთთანამშრომლობის განვითარების საკითხი. თანამშრომლობის კორდინაციის უზრუნველსაყოფად, შეხვედრის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, სკკა-ს ფარგლებში, შეიქმნას ბათუმში მოქმედ პროფესიულ სასწავლებელთა გაერთიანება.

დაიგეგმა გაერთიანების წევრ - სასწავლებლების სტუდენტთა შორის სპორტული, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება.ასევე აღინიშნა, რომ ბათუმში მომრავლდნენ სხვადასხვა ქვეყნების,  ქალაქების  უმაღლესი სასწავლებელების მიერ დაარსებული არაავტორიზებული ე.წ. ფილიალები, წარმომადგენლობები, საჭიროა ერთობლივი ბრძოლა ამ უკანონობის წინააღმდეგ.   



 

გვიპოვეთ რუკაზე

დაგვიკავშირდით

 შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA

  • მის: ქ.ბათუმი, გრიბოედოვის 67
  • ტელ: 0422 22-71-63 ; 593 93-17-91

გაუზიარეთ

თქვენ იმყოფებით გვერდზე: მთავარი / აკადემიის სიახლეები / მიმდინარე წლის 4 დეკემბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა ბათუმის პროფესიულ სასწავლებელთა წარმომადგენლების შეხვედრა