ბადრი გეჩბაიას სამუშაო ვიზიტი ქ. ჩერნიგოვში

555a48c8333a7მიმდინარე წლის 14-16 მაისს უკრაინაში ქ. ჩერნიგოვში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA –ს დირექტორის მოადგილე პროფესორი ბადრი გეჩბაია. იგი შეხვდა და საქმიანი ურთიერთობა დაამყარა ჩერნიგოვის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორს და ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ტექნოლოგიების კოლეჯის ხელმძღვანელობასთან.  

ოფიციალური მოწვევის მიზანი იყო საგანმანათლებლო პროგრამების მიმოხილვა და ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო გზების გამონახვა. 
აკადემია BPA - სა და ეკონომიკისა და ტექნოლოგიების კოლეჯს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო პროგრამების ურთიერთშესაბამისობაში მოყვანას. ასევე სხვადასხვა კონფერენციებში მონაწილეობა, მასწავლებელთა და სტუდენტთა გაცვლითი პროექტების შემუშავება.

16 მაისს ბ. გეჩბაიამ მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ბიზნესის ქსელური ორგანიზაცია: კლასტერული მენეჯმენტი და მათი ინტეგრაციული პროცესები.

DSC0569
DSC0577
DSC0579
DSC0586
DSC0587
DSC0592
DSC0598

გვიპოვეთ რუკაზე

დაგვიკავშირდით

 შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA

  • მის: ქ.ბათუმი, გრიბოედოვის 67
  • ტელ: 0422 22-71-63 ; 593 93-17-91

გაუზიარეთ

თქვენ იმყოფებით გვერდზე: მთავარი / აკადემიის სიახლეები / ბადრი გეჩბაიას სამუშაო ვიზიტი ქ. ჩერნიგოვში