ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-ში თვითშეფასების პროცესი განხორციელდა

მიმდინარე წლის 19 მაისს ხარისხის მართვის ევროპული ფონდის მოდელის EFQM „გზა სრულყოფისაკენდანერგვის მიზნით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან ქალბატონ მარინა ჟვანიას და ბატონ გიორგი ჭანტურიას ხელმძღვანელობით ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-ში  თვითშეფასების პროცესი განხორციელდა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ აკადემიის როგორც ადმინისტრაციული, ასევე აკადემიური პერსონალი.

თვითშეფასების მიზანი გახლავთ დაწესებულების თავსებადობის დადგენა ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან. საინტერესო და დინამიური პროცესის დასასრულს გამოიკვეთა დაწესებულების ძლიერი მხარეები, ასევე ის სფეროები, რომელთა განვითარებაზეც განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს.

აღნიშნული პროცესის ბოლოს, ქალბატონმა მარინამისაუბრა EFQM ხარისხის მნიშვნელობის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. დააფიქსირა საკუთარი შეხედულება თუ რამდენად ეფექტურად წარიმართა მიმდინარე შეფასების პროცესი BPA-ში. მან აკადემიას ასევე მისცა რეკომენდაციები, შემდგომი განვითარებისათვის.

1323072310248211375544161962277282o
1323475010248219475543351998011894o
132421361024821900887673723245583o
1326219710248219642210001810672512o
132626301024821120887751395109784o
1327511910248232775542021976162905o
132752141024821107554419243330556o
1327523210248211175544181015413561o

გვიპოვეთ რუკაზე

დაგვიკავშირდით

 შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA

  • მის: ქ.ბათუმი, გრიბოედოვის 67
  • ტელ: 0422 22-71-63 ; 593 93-17-91

გაუზიარეთ

თქვენ იმყოფებით გვერდზე: მთავარი / აკადემიის სიახლეები / ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-ში თვითშეფასების პროცესი განხორციელდა