„საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ მეოთხე ფორუმი

58b444236fffa

2017 წლის 20 თებერვალს გაიმართა „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ მეოთხე ფორუმი. ფორუმში მონაწილეობა მიიღო ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ის დირექტორის მოადგილემ სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში ქ-ნმა ჟუჟუნა პაიჭაძემ. ასოციაციის პრეზიდენტმა ქ-ნი ნინო გომელაურმა ფორუმის მონაწილეებს წარუდგინა 2015-2016 წლების ანგარიში.

ფორუმის წევრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბატონმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და საქართველოს პარლამენტის განათლების,მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონმა მარიამ ჯაშმა. აგრეთვე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ბ-ნი ირაკლი პეტრიაშვილი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ბ-ნი კახაბერ ერაძე.

ფორუმზე მოხდა გამგეობის წევრთა არჩევა, ასევე მოხდა პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევა. ასოციაციის ახალ პრეზიდენტად არჩეულ იქნა ბატონი გიორგი ბერაია,ვიცე პრეზიდენტად საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე და საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეას“ წარმომადგენელი ქალბატონი მაია ჩიხლაძე.

ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA ულოცავს არჩეულ პერსონებს, გამგეობის წევრ კოლეჯებსა და წარმომადგენლებს არჩევნებში გამარჯვებას და უსურვებს ნაყოფიერ და წარმატებულ საქმიანობას.


1
2
3
4
6
5
7
8
10
9


 

გვიპოვეთ რუკაზე

დაგვიკავშირდით

 შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA

  • მის: ქ.ბათუმი, გრიბოედოვის 67
  • ტელ: 0422 22-71-63 ; 593 93-17-91

გაუზიარეთ

თქვენ იმყოფებით გვერდზე: მთავარი / აკადემიის სიახლეები / „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ მეოთხე ფორუმი