„პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის არსებული და სამომავლო გზების კვლევის ანგარიში“

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, 27 დეკემბერს, ბათუმში კვლევის შედეგების პრეზენტაცია, სახელწოდებით „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის არსებული და სამომავლო გზების კვლევის ანგარიში“ გაიმართა.
პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ღონისძიების ფარგლებში საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრის“ მიერ საინფორმაციო ხასიათი პრეზენტაცია იქნა წარდგენილი.სიახლე პროფესიული განათლების კანონში;დუალური პროფესიული განათლება ; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგები;
პროფესიული განათლება როგორც დასაქმების რეალური შანსი და დასაქმებულთა ისტორიები მათ შორის პროფესიული ინკლუზიური განათლების სივრციდან -
ეს იმ თემების ჩამონათვალია რაზეც საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრის „ დირექტორმა მათე ტაკიძემ მოწვეულ საზოგადოებასთან ისაუბრა.
აღნიშნული შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა.
შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს დირექტორის მოადგილე ჟუჟუნა პაიჭაძე.

2
1
3
4
6
5

გვიპოვეთ რუკაზე

დაგვიკავშირდით

 შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA

  • მის: ქ.ბათუმი, გრიბოედოვის 67
  • ტელ: 0422 22-71-63 ; 593 93-17-91

გაუზიარეთ

თქვენ იმყოფებით გვერდზე: მთავარი / აკადემიის სიახლეები / „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის არსებული და სამომავლო გზების კვლევის ანგარიში“