ტრენინგი მოდულური/დუალური პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის
- Details
- Published on 15 August 2019
2019 წლის 12, 13 და 14 აგვისტო
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მოდულური/დუალური პროგრამების განხორციელების შეფასების საკითხებთან დაკავშირებით სამდღიანი ტრენინგი მოდულური/დუალური პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო როგორც საჯარო, ასევე კერძო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.
ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
- რა არის და როგორ ხორციელდება თვითშეფასება;
- რა სახის კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინოთ დაწესებულების სასწავლო და სხვა პროცესების სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად;
- როგორ განვახორციელოთ დიფერენცირებული შეფასება;
- რა სახის მტკიცებულებები უნდა ამყარებდეს თვითშეფასებას;
- როგორ უნდა მოვიპოვოთ/შევაგროვოთ ეს მტკიცებულებები.
ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, გაჯერებული იყო პრაქტიკული ქეისებით.
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს წარმომადგენლები მადლობას უხდის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს ბატონ კახაბერ ერაძეს და მის გუნდს.