12.12.2022
- Details
- Published on 10 March 2023
2022 წლის 9, 10 და 11 დეკემბერს კოლეჯ “ბლექსი” -ში პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით პროფესიული მასწავლებლებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე:- „სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები პროფესიულ განათლებაში და პროფესიული სტუდენტების მიღწევების შეფასება“.
ტრენინგის მიზანი იყო პროფესიული განათლების მასწავლებლების მხარდაჭერა:
ტრენინგზე განხილული იქნა შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:
- სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება და ანალიზი;
- კომპეტენციებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა;
- სასწავლო პროცესში ინოვაციური მეთოდებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება;
- სტუდენტთა შეფასების პროცესი, შეფასების შედეგების დოკუმენტირება, ანალიზი, შეფასების ინსტრუმენტის შექმნა.
ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი,ეკონომიკის დოქტორი, განათლების ექსპერტი - შორენა ხუბუნაია
ტრენინგს აკადემიიდან ესწრებოდა დირექტორის მოადგილე სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში ქ-ნ თეონა კალანდაძე, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ქ-ნ ლელა ჩიქოვანი, საექთნო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ქ-ნ მანანა ჯაშიაშვილი, ფარმაცია (სააფთიაქო) პროგრამის ხელმძღვანელი მზია ბაკურიძე.