12.04.2024

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამა - „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ VET 3 - ის მხარდაჭერით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარებისა და თვითშეფასების პროცესში მტკიცებულებათა იდენტიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერებისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

  • შეხვედრის ფარგლებში, წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით მტკიცებულებების განსაზღვრის არსებული პრაქტიკის შესახებ.
  • პრეზენტაციების შემდეგ, ხუთი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გადანაწილდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები და განხორციელდა დამატებითი მტკიცებულებების იდენტიფიცირება და არსებული მტკიცებულებების გაანალიზება ჯგუფებში შემავალი დაწესებულებების არსებული პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
  • აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ, სამუშაო ჯგუფებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და კითხვა-პასუხის რეჟიმში ამომწურავად მიიღეს ინფორმაცია ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
  • შეხვედრაზე შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-დან ესწრებოდა დირექტორის მოადგილე სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში ქ-ნ თეონა კალანდაძე
    1
    2

დაგვიკავშირდით

 შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA

  • მის: ქ.ბათუმი, გრიბოედოვის 67
  • ტელ: 0422 22-71-63 ; 593 93-17-91

გაუზიარეთ