07.08.2024
- Details
- Published on 13 August 2024
2024 წლის 06 აგვისტოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ, პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერის ქვეპროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა ტრენინგი - ,,პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერება'' .
ტრენინგი განკუთვნილი იყო პროფესიული მასწავლებლებისთვის. ტრენინგზე განხილული იქნა პროფესიული განათლების მასწავლებლის როლი და ჩართულობის მნიშვნელობა ავტორიზაციის ხუთ სტანდართან მიმართებაში.
ტრენინგს ფასილიტაციას უწევდა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების კოორდინატორი - ქ-ნ ლელა კიკნაძე; შესაძლებლობების გაძლიერების სპეციალისტები - ქ-ნ ია გიგიბერია და ქ-ნ მანანა თურქაძე.
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA მადლობას უხდის ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საინტერესო ტრენინგისათვის და ბათუმის სამედიცინო აკადემიის ადმინისტრაციას განსაკუთრებით ქ-ნ შორენა უზუნაძეს მასპინძლობისთვის