პროფესიული სტუდენტის განათლების აღიარება

1. პირის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება ხორციელდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
2. საქართველოს  სხვა  საგანმანათლებლო  დაწესებულებაში  მიღებული  განათლების აღი¬ა¬რება  ხორციელდება  აკადემიის  დირექტორის მოადგილისა და  შესაბამისი  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალისტების მიერ, მიღებული ცოდნის, უნარებისა და ფასეულობების პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტთან და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის დადგენის გზით.
3. თუ პროგრამის  უკვე   ათვისებული  კომპონენტის  სახელწოდება მცირედით განსხვავდება აკადემიის  პროფესიული საგანმანათლბელო  პროგრამის კომპონენტისაგან, თუმცა შინაარსობრივად, ასათვისებელი კვალიფიკაციების მიხედვით იდენტური ან თითქმის იდენტურია, ის შეიძლება იქნას აღიარებული აკადემიის მიერ.
4. ამ მუხლის  მე-3 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, თუ პირის მიერ გავლილი სასწავლო კომპონენტის კრედიტები იდენტურია დაწესებულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტისა, მისი აღიარება ხდება ავტომატურად;
5. ამ მუხლის  მე-3 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, თუ პირის მიერ გავლილი სასწავლო კომპონენტის კრედიტები მეტია ვიდრე აკადემიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტისა, სტუდენტს უღიარდება კრედიტები აკადემიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით;
6. ამ მუხლის  მე-3 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, თუ პირის მიერ გავლილი სასწავლო კომპონენტის კრედიტები ნაკლებია ვიდრე აკადემიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტისა, სტუდენტს უღიარდება კრედიტები ათვისებული პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის მიხედვით;
7. ამ მუხლის  მე-5 და მე-6 პუნქტებიდან  გამონაკლისები შესაძლოა დაშვებულ იქნას კრედიტების აღიარებაში მონაწილე ჯგუფის მიერ მოტივირებული დასკვნის საფუძველზე, პროფესიული საგან-მანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის რეკომენდაციით, თუმცა აღიარებულ და ასაღიარებელ კრედიტებს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 2 კრედიტს;
8. მიღებული განათლების აღიარებასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე დებულებით, დარეგულირდეს დირექტორის ბრძანებით;
9. არაფორმალური განათლების მქონე პირის ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შემოწმებისა და შესაბამისი დარგის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ კომპეტენციებთან მისი შედარების გზით შესაძლებელია არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება;
10. არაფორმალური განათლების აღიარების პროცედურები განისაზღვრება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით. აკადემიის მიერ არაფორმალური განათლების აღიარება მოხდება იმ დროისათვის არსებული სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად.

გვიპოვეთ რუკაზე

დაგვიკავშირდით

 შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA

  • მის: ქ.ბათუმი, გრიბოედოვის 67
  • ტელ: 0422 22-71-63 ; 593 93-17-91

გაუზიარეთ

თქვენ იმყოფებით გვერდზე: მთავარი / პროფესიული სტუდნეტის განათლების აღიარება