სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების მომსახურება

 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭოროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიულ სტუდენტთა მომსახურების უზრუნველყოფა

 1. აკადემია ქმნის პირობებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთათვის განათლების მისაღებად და მათი სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის საზოგადოებაში.

 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები 

2.1. აკადემია უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების შენობაში თავისუფალ გადაადგილებას. აკადემიის შენობის პირველ სართულზე შემოსვლა და აკადემიის სართულებზე მოხვედრა შესაძლებელია პანდუსის საშუალებით. გადაადგილების უნარშეზღუდულ პირებს თავისუფლად შეუძლიათ მივიდნენ აუდიოტორიებში. ხელმისაწვდომია ყველა სახის სერვისი (სველი წერტილებით სარგებლობა, ბიბლიოთეკით, კომპიუტერული კლასით სარგებლობა და სხვ.), რაც საჭიროა მათთვის შესაბამისი განათლების მისაღებად.
2.2 აკადემიის კედლებზე თვალსაჩინოდ გამოკრულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის აღმნიშვნელი ნიშანი, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ პირს შეუძლია დახმარების გარეშე დაადგინოს გადაადგილების მარშუტი.
2.3. აკადემიის დაცვის სამსახური ვალდებულია აღნიშნულ პირებს აღმოუჩინოს ყველანაირი დახმარება, რაც უზრუნველყოფს მათ შეუფერხებელ და კომფორტულ გადაადგილებას აკადემიის შენობაში. სტუდენტები ინფორმირებულნი არიან, რომ თუ აღნიშნული პირებს, მათთვის სპეციალურად მოწყობილი პანდუსებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის მიუხედავად, მაინც დასჭირდებათ დახმარება, დაუყოვნებლივ აღმოუჩინოს დაცვის თანამშრომელმა.
2.4. ზოგიერთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტების დარეგისტრირებისას საჭიროების შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია სამედიცინო სამსახურის ორგანიზებით გამართოს კონსულტაციები პროფესიულ სტუდენტთან და პრაქტიკის ობიექტთან, სასწავლო პროგრამის სრულფასოვნად ათვისების შესაძლებლობის არსებობისა და პირობების უზრუნველყოფის მიზნით.

2.5. აკადემიას, მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით, შეუძლია დაადგინოს ამ წესისგან განსხვავებული წესები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედ კანონმ- დებლობასა და აუმჯობესებდეს მომსახურების პროცედურებსა და ფორმებს.

 

 

 

 

დაგვიკავშირდით

 შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA

  • მის: ქ.ბათუმი, გრიბოედოვის 67
  • ტელ: 0422 22-71-63 ; 593 93-17-91

გაუზიარეთ

თქვენ იმყოფებით გვერდზე: მთავარი / სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდნეტების მომსახურება