პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება

  • აკადემიის პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია მიმართოს  აკადემიას განცხადებით, მისთვის პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და მისი სასწავლო პროცესში მონაწილეობისგან და პროფესიული სტუდენტის სხვა უფლება - მოვალეობებისგან დროებით განთავისუფლების თაობაზე.
  • ზემოთ გათვალისწინებული  საფუძვლის  გარდა პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:

ა) ფინანსური დავალიანების დადგენილ ვადებში გადაუხდელობა;
ბ)პროფესიული სტუდენტის მიერ  აკადემიასთან  კავშირის გაწყვეტა, შესაბამისი მიზეზების დადგენამდე;
გ) უცხო ქვეყანაში სწავლა;
დ) სასწავლო პროცესის დაწყებიდან  ზედიზედ ერთი თვის  განმავლობაში არ გამოცხადება;
ე) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანა¬შაულისათვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე;
ვ) ავადმყოფობა;
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და აკადემიის შიდა სამართლებრივი აქტებით  გათვალის¬წინებული სხვა შემთხვევები;

  • პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ გამოიცემა დირექტორის ბრძანება და განხორციელდება შესაბამისი მონაცემების შეტანა პროფესიულ სტუდენტთა რეესტრში.

პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების დროის განმავლობაში, აკადემია და პროფესიული სტუდენტი თავისუფლდებიან ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობების შესრულებისაგან, გარდა იმ უფლებებისა და მოვალეობებისა, რომლებიც წარმოიშვა სტატუსის შეჩერებამდე.

  • პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სწავლისათვის გადახდილი თანხა პროფესიულ სტუდენტს უკან არ უბრუნდება. პროფესიული სტუდნეტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს ჩაეთვლება სტატუსის შეჩერებამდე სწავლის გადახდილი საფასური.
  • პირი პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენისას სწავლის საფასურს იხდის აღდგენის დროისათვის დადგენილი ოდენობით.
  •  პროფესიული სტუდენტი აღდგენის შემდეგ  სწავლას აგრძელებს იმ ეტაპიდან საიდანაც შეუჩერდა მას პროფესიული სტუდენტის სტატუსი.
  • პროფესიულ სტუდნეტს  უფლება აქვს სტატუსის აღდგენის მოთხოვნით მიმართოს აკადემიას, დირექტორის მიერ ბძანებით  გამოცხადებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების ვადებში.
  • პროფესიული სტუდენტისათვის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია თუკი აღმოფხვრილი იქნება ის გარემოებები, რაც გახდა პირისათვის პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი.
  • პროფესიული სტუდნეტისათვის სტატუსის აღდგენის შესახებ გამოიცემა აკადემიის დირექტორის ბრძანება და განხორციელდება შესაბამისი მონაცემების შეტანა პროფესიულ სტუდენტთა რეესტრში.
  • პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური/მინიმალური ვადები განისაზღვრება ინდივიდუალურად დირექტორის ბრძანებით.
  • იმ შემთხვევაში, თუ ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზედაც ირიცხებოდა პროფესიული სტუდენტი მისთვის სტატუსის შეჩერებამდე გაუქმებულია, ან შეცვლილია მისთვის პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენის მომენტისათვის, პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს ყველაზე მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამით ან გადავიდეს   სხვა  დაწესებულებაში, კანონმდებლობით  დადგენილი   წესითა   და    აკადემიის შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

გვიპოვეთ რუკაზე

დაგვიკავშირდით

 შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA

  • მის: ქ.ბათუმი, გრიბოედოვის 67
  • ტელ: 0422 22-71-63 ; 593 93-17-91

გაუზიარეთ

თქვენ იმყოფებით გვერდზე: მთავარი / პროფესიული სტუდნეტის სტატუსის შეჩერება