პროფესიული სტუდენტის უფლებები და მოვალეობები

  •   უფლებები

  > პროფესიულ  სტუდენტს უფლება  აქვს  მიიღოს  მისი  ინტერესების  შესაბამისი  ხარისხიანი განათლება, აქტიურად იყოს ჩართული  სასწავლო და პრაქტიკულ საქმიანობაში.
  > დაუშვებელია  პროფესიული  სტუდენტის  უფლებების  შეზღუდვა,  თუ  იგი  არ  ემსახურება:
სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, მაღალი ხარისხის სწავლების, დისციპლინისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ან არ არის მიმართული ამ დებულებით დადგენილი აკადემიის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო საქმიანობის აღკვეთისათვის.
 > კანონმდებლობითა და  აკადემიის  შიდა სამართლებრივი აქტებით დადგენილი უფლებების გარდა  აკადემიის პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია:
ა) მოსთხოვოს  აკადემიის ადმინისტრაციას კანონმდებლობით, აკადემიის შიდა სამართლებრივი აქტებით, პროფესიულ სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებითა და საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;
ბ) ისარგებლოს   აკადემიის   სასწავლო   და   დამხმარე   რესურსით,   საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
გ) მიიღოს აკადემიის ადმინისტრაციისგან ამომწურავი ინფორმაცია თავისი უფლებების, პროფესიული   საგანმანათლებლო პროგრამებისა და აკადემიის სხვა რესურსების შესახებ;
დ)  თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას  იმ  იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
ე) მონაწილეობა   მიიღოს  ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;
ვ) მიიღოს მონაწილეობა  აკადემიის მიერ განხორციელებული  სასწავლო პროცესის შეფასებაში.

  •    მოვალეობები

 > პროფესიული სტუდენტი ვალდებულია:
ა) დაიცვას კანონმდებლობის, აკადემიის წესდების, დებულების, შინაგანაწესის და სხვა შიდა სამართლებრივი აქტების მოთხოვნები;
ბ) შეასრულოს საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილი მოთხოვნები;
გ) შეასრულოს აკადემიასთან დადებული  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
დ) დაიცვას სხვა პირების  უფლებები და კანონიერი ინტერესები;
ე) სასურველი შედეგის მიღწევის მიზნით არ გამოიყენოს პლაგიატი;
დ) გაუფრთხილდეს აკადემიის ინფრასტრუქტურას;
ვ) იმოქმედოს იმგვარად, რომ არ შეურაწყოს აკადემიის პრესტიჟი.

გვიპოვეთ რუკაზე

დაგვიკავშირდით

 შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA

  • მის: ქ.ბათუმი, გრიბოედოვის 67
  • ტელ: 0422 22-71-63 ; 593 93-17-91

გაუზიარეთ

თქვენ იმყოფებით გვერდზე: მთავარი / პროფესიული სტუდენტის უფლებები და მოვალეობები