სიახლეები

ფარმაციის სტუდენტები სამეცნიერო-კვლევით ცენტრში

2026 წლის 8 მაისი ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ფარმაცია (სააფთიაქო) (2025 წლის მიღება)

ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის პროფესიული განათლების სტუდენტებს უმასპინძლა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შოთა მამულაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა..

სტუდენტებისთვის ჩატარდა ლექცია არქეოლოგიური კვლევების განვითარების ისტორიის, თანამედროვე მეთოდოლოგიისა და მნიშვნელოვანი აღმოჩენების შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არქეოლოგიასა და მედიცინას შორის არსებულ კავშირს - კერძოდ, იმ საკითხს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არქეოლოგიური მასალა ანთროპოგენეზის, სხვადასხვა დაავადებისა და ინფექციის ევოლუციის შესწავლისათვის.

პროფესიული განათლების სტუდენტები დეტალურად გაეცნენ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე მოქმედ ლაბორატორიას, მის სამუშაო სპეციფიკასა და იმ თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, რომლებიც გამოიყენება აღმოჩენილი მასალის პირველადი დამუშავებისა და კვლევის პროცესში.

ლექციას უძღვებოდა სააგენტოს მეცნიერ-თანამშრომელი - სულხან მამულაძე;
Made on
Tilda