,,უცნობი ლექსების პრეზენტაცია.“
2015 წლის 5 მაისს ბათუმის საზოგადოებრივაკადემია BPA-ში ჩატარდა ღონისძიება თემაზე ,,უცნობი ლექსების პრეზენტაცია.“
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამიპროფესიული სასწავლებლის სტუდენტებმა, საკუთარი ლექსები წაიკითხეს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული პროგრამის სტუდენტმა ლია წულაძემ, ბათუმის სამედიცინო აკადემიის პროფესიულმა სტუდენტმა თამარ ბერიძემ და ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსტიტეტის სტუდენტმა ნანა უგულავამ , ასევე მონაწილეობა მიიღეს მხატვრულ კითხვაში სამედიცინო აკადემიის სტუდენტმა შოთა ლომინაძემ და საზოგადოებრივი აკადემიის სტუდენტმა ზემფირა აკოპიანმა. ღონისძიება თბილ გარემოში მიმდინარეობდა .
„დედა უკვდავია“
21 აპრილს ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-ში ჩატარდა ღონისძიება თემაზე „დედა უკვდავია“, ღონისძიებას ხელმძღვანელობდა აკადემიის პროფესიული მასწავლებელი ქალბატონი მზია ბაკურიძე, ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ფარმაცევტის თანაშემწის მე-5 საფეხურის სტუდენტებმა.
„შვილს დედის იმედი არასდროს გაუქრო, არცერთი დედის სულს სული არ დაუფრთხო, უფალო დედის ლოცვა შვილს არ ააცდინო, შვილზე არცერთ დედას ცრემლი არ ადინო...
პრეზენტაცია
საგანი: დაგეგმვა-პრეზენტირება
მასწ. ქეთინო გოლეთიანი
ოფისის მენეჯერის (მდივან-რეფერენტი) მე-3 და მე-4 საფეხურის პროფესიული პროგრამის სტუდენტებმა ჩაატარეს პრეზენტაციები დისციპლინის ფარგლებში: დაგეგმვა-პრეზენტირება. მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები თემებზე: კონფერენციის ორგანიზება, ქორწილის ორგანიზება, ფურშეტის ორგანიზება. წარმოდგენილმა საკითხებმა გამოიწვია დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი, დისკუსია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
ტრენინგი ბათუმის საზოგადოებრივ აკადემიაში BPA -ში
ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-სა და შინმოვლის საერთაშორისო ორგანიზაციის ”საქართველოს კარიტასი” შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 2015 წლის 9–13 მარტს ბათუმის საზოგადოებრივ აკადემიაში BPA სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისათვის ჩატარდა ტრენინგი შინმოვლის საკითხებთან დაკავშირებით.




































