29.04.2026
2026 წლის 29 აპრილი ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: საფინანსო სერვისები
მოდული: ინტერპერსონალური კომუნიკაცია
მოდულის განმახორციელებელი: პროფესიული განათლების მასწავლებელი - თამილა შარაბიძე
თემა: არავერბალური კომუნიკაცია
27.04.2026
2026 წლის 27 აპრილი ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის წარმომადგენლები ხარისხის მართვის მენეჯერი ქალბატონი თეონა კალანდაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროფორიენტაციის მენეჯერი ქალბატონი ირმა ბერიძე პროფორიენტაციის ფარგლებში ესტუმრენ ქალაქ ბათუმის №26 და №27 საჯარო სკოლებს, სადაც მე-12 კლასის მოსწავლეებს გააცნეს აკადემიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები..
შეხვედრა ჩატარდა საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, დიდ მადლობას ვუხდით საჯარო სკოლების ადმინისტრაციას..
რეგისტრაციისას, საბაკალავრო პროგრამებთან ერთად, აირჩიეთ ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA და დაეუფლეთ სასურველ პროფესიას სახელმწიფო დაფინანსებით!
აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ონლაინ: online.naec.ge
ჩვენი კოდია: 322 - შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA
ბოლო ვადა: 11 მაისი, 18:00 საათი
პროგრამების დამატება / შეცვლა / წაშლა შესაძლებელი იქნება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე
საექთნო განათლება (უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საექთნო საქმეში) - 3 წელი;
ფარმაცია(სააფთიაქო) (უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ფარმაციაში) - 2 წელი;
ბუღალტრული აღრიცხვა (უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში) - 2 წელი;
აღმზრდელი (უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში) - 2 წელი;
საფინანსო სერვისები (ბანკი, დაზღვევა) - 1 წელი;
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ აკადემიის ადმინისტრაციას!
მისამართი: ქ. ბათუმი, ალ. გრიბოედოვის 67
მობ: 593 93 17 91, 577 47 15 77
20 აპრილი 2026 წელი
2026 წლის 20 აპრილს პსპ ,,საექთნო განათლება"-ში ჩატარდა შუალედური შეფასება;
შუალედური შეფასება წარმოადგენს პროგრამის განხორციელების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს. შუალედური შეფასება საშუალებას იძლევა, დავაკვირდეთ პროფესიული სტუდენტის პროგრესს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევასთან დაკავშირებით და დროულად უზრუნველვყოთ ჩარევა სწავლა-სწავლების პროცესში;
შუალედური შეფასება ეხმარება პროგრამის განმახორციელებელ პირებს თვითშეფასებასა და სწავლების, შეფასების მეთოდების განვითარებაში;
შუალედური შეფასების კომისიის წევრებად მოწვეული იქნენ პრაქტიკის ობიექტის წარმომადგენლები.
20.04.2026
2026 წლის 20 აპრილი ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA
ბათუმის საზოგადოებრივ აკადემიაში ჩატარდა დასაქმების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და კომპანია „ნიკორა ტრეიდის“ წამომადგენლები.
ფორუმის მიზანი იყო დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.




































