05.03.2025
2025 წლის 05 მარტი ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე ,,ფსიქოზური სიპტომატიკის არსი და მკურნალობის მნიშვნელობა"
მოდერატორი - თეონა კალანდაძე, ხარისხის მართვის მენეჯერი,
პანელის სპიკერი - მირიან მახარაძე, შპს ,,ბათუმის სამედიცინო ცენტრის" ფსიქიატრიული დეპარტანმენტის უმცროსი ექიმი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქიატრიის მიმართულების რეზიდენტი, პროფესიული განათლების მასწავლებელი;
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომელსაც ესწრებოდნენ აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებლები და პროფესიული განათლების სტუდენტები;
14.02.2025
2025 წლის 14 თებერვალი ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA
დასაქმების ფორუმი - საინტერესო შეხვედრა ფარმაცევტულ კომპანია GEPHA-სთან..
პროფესიული განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში შეხვედრა მოეწყო პსპ ფარმაცია (სააფთიაქო)ს პროფესიული განათლების სტუდენტებთან.
შეხვედრის ფარგლებში GEPHA-ს წარმომადგენლებმა პროფესიული განათლების სტუდენტებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია კარიერული შესაძლებლობების შესახებ, ასევე პროფესიული განათლების სტუდენტებს და მოქმედ ფარმაცევტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ვაკანსიებს.
შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო, სადაც მონაწილეობა მიიღეს პროფესიული განათლების მასწავლებლებმა და პროფსიული განათლების სტუდენტებმა, გამარჯვებულებს კი გადაეცათ საჩუქრები GEPHA-ს წარმომადგენლებისგან..
04.02.2025
გაიცანით ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს პ.ს.პ ფარმაცია (საათიაქოს) პროფესიული განათლების სტუდენტი ანნა მგელაძე, რომელიც დასახელდა 2024 წლის წარმატებულ სპორტსმენად მკლავჭიდში, ვულოცავთ ანნას მიღწეულ წარმატებას
24.01.2025
2025 წლის 24 იანვარი ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის ხარისხის მართვის მენეჯერმა ჩაატარა ტრენინგი - პროფესიული სტუდენტის შეფასების სისტემა და მისი ხარისხის უზრუნველყოფა პროფესიულ განათლებაში.
ტრენინგს ესწრებოდნენ პ.ს.პ ,,საექთნო განთლების" კლინიკური და შემაჯამებელი კლინიკური პრაქტიკის მოდულების განმახორციელებლები, ტრენინგი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები...




































