14.02.2025
2025 წლის 14 თებერვალი ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA
დასაქმების ფორუმი - საინტერესო შეხვედრა ფარმაცევტულ კომპანია GEPHA-სთან..
პროფესიული განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში შეხვედრა მოეწყო პსპ ფარმაცია (სააფთიაქო)ს პროფესიული განათლების სტუდენტებთან.
შეხვედრის ფარგლებში GEPHA-ს წარმომადგენლებმა პროფესიული განათლების სტუდენტებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია კარიერული შესაძლებლობების შესახებ, ასევე პროფესიული განათლების სტუდენტებს და მოქმედ ფარმაცევტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ვაკანსიებს.
შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო, სადაც მონაწილეობა მიიღეს პროფესიული განათლების მასწავლებლებმა და პროფსიული განათლების სტუდენტებმა, გამარჯვებულებს კი გადაეცათ საჩუქრები GEPHA-ს წარმომადგენლებისგან..
04.02.2025
გაიცანით ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს პ.ს.პ ფარმაცია (საათიაქოს) პროფესიული განათლების სტუდენტი ანნა მგელაძე, რომელიც დასახელდა 2024 წლის წარმატებულ სპორტსმენად მკლავჭიდში, ვულოცავთ ანნას მიღწეულ წარმატებას
24.01.2025
2025 წლის 24 იანვარი ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის ხარისხის მართვის მენეჯერმა ჩაატარა ტრენინგი - პროფესიული სტუდენტის შეფასების სისტემა და მისი ხარისხის უზრუნველყოფა პროფესიულ განათლებაში.
ტრენინგს ესწრებოდნენ პ.ს.პ ,,საექთნო განთლების" კლინიკური და შემაჯამებელი კლინიკური პრაქტიკის მოდულების განმახორციელებლები, ტრენინგი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები...
23.01.2025
სასწავლო პროცესი.2024 წლის 23 იანვარი. ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA
პ.ს.პ ფარმაცია( სააფთიაქო- 2023 წლის მიღება)მეორე სასწავლო წლის სტუდენტები.მოდული : ,,მომხმარებლისთვის სამკურნალო და დეკორატიული კოსმეტიკის შერჩევა''.შედეგი-1. სამკურნალო და დეკორატიული კოსმეტიკის დახასიათება .მოდულის განმახორციელებელი: პროფესიული განათლების მასწავლებელი ,პროვიზორი- მზია ბაკურიძე