უსაფრთხოება

უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფორმები
1. აკადემია დაცვის სამსახურის მეშვეობით უზრუნველყოფს:
ა. აკადემიის კუთვნილი ქონების დაცვას;
ბ. სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას;
დ. აკადემიის შენობა-ნაგებობაში  სპეციალური საგანმანათლებლო   შესაძლებლობის მქონე  სტუდენტების/პერსონალის   დახმარებას  გადაადგილების დროს (ასეთების არსებობის შემთხვევაში);
> ხანძარსაწინააღმდეგო   უსაფრთხოების უზრუნველყოფა
1. აკადემიაში ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილას გამოკრული არის საევაკუაციო გეგმა, ევაკუაციის პროცედურები, რომლის შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში მოხდება შენობის უსაფრთხო დატოვება.
2. აკადემია აღჭურვილია შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით, ცეცხლ¬მაქრობით, რომელიც  განთავსებულია კიბის უჯრედებთან  და მისი გამოყენების ინსტრუქცია გამოკრულია აღნიშნულ ინვენტართან და ახსნილია აკადემიის სტუდენტებისა და პერსონალისათვის.
3. საგანგებო ვითარების დროს საჭიროების შემთხვევაში, დაცვის სამსახური უკავშირდება შესაბამის უწყებებს  (სასწრაფო, სახანძრო, პატრული და ა.შ).

+ სამედიცინო დახმარების აღმოჩენის  უზრუნველყოფა
1. აკადემიის შენობაში  არსებობს სპეციალური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის  ოთახი,  სადაც  ინახება  პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტები და ამის შესახებ ინფორმირებულნი არიან სტუდენტები და პერსონალი.
2. პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას უზრუნველყოფს აკადემიის დირექტორის მიერ დანიშნული სამედიცინო განათლების მქონე პირი.
3. ისეთი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საჭიროებისას, რომლის კომპეტენცია არ აქვს აკადემიას, ოპერატიულად გამოძახებული იქნება სასწრაფო დახმარება.
4. აკადემია იღებს ვალდებულებას მედიკამენტების ვარგისიანობაზე, ამისათვის მუდმივად ხდება არსებული და შესაძენი მედიკამენტების ვადის გადამოწმება და მხოლოდ გადამოწმების შემდეგ მათი გამოყენება.

5. აკადემიას აქვს უფლება განახორციელოს ისეთი ქმედება უსაფრთხოების დასაცავად, რაც ამ წესით არ არის განსაზღვრული, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასა და დამდგარ ფაქტობრივ მდგომარეობას, რომლის გამოც საჭირო გახდება ასეთი წესების გამოყენება.


 

 

 ცეცხლმაქრი

 

  

გვიპოვეთ რუკაზე

დაგვიკავშირდით

 შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA

  • მის: ქ.ბათუმი, გრიბოედოვის 67
  • ტელ: 0422 22-71-63 ; 593 93-17-91

გაუზიარეთ

თქვენ იმყოფებით გვერდზე: მთავარი / უსაფრთოხოება