საერთაშორისო კონფერენცია „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები“.
- Details
- Published on 05 May 2021
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2021 წლის 28, 29 იანვარს და 1 თებერვალს , ონლაინ რეჟიმში, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით გამართა ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენცია „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები“.
კონფერენციის მესამე დღე დაეთმო პროფესიულ განათლებას. რომელზეც განიხილეს:
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები;
- პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვა და თვითშეფასების ანალიზის შედეგები;
- ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება საქართველოში/პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დანერგვის ანალიზი - მიღწევები და გამოწვევები;
- პროფესიული კრედიტების სისტემა (ECVET) საერთაშორისო გამოცდილება;
- პროფესიული კვალიფიკაციების ხარისხის განვითარება;
- სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების სისტემის დანერგვის გამოწვევები COVID-19 პირობებში;









