23.11.2021

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო 2021 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს მონიტორინგი ხუთივე სტანდარტით სრულ შესაბამისობით შეფასდა. აკადემიის დირექცია მადლობას უხდის აკადემიის სტაფს გაწეული წარმატებული საქმიანობისათვის, განსაკუთრებული მადლობა განათლების ხარისხის განვიტარების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/გადამზადების ექსპერტს ქ-ნ მზია ბაკურიძეს გაწეული კონსულტაციისათვის და დირექტორის მოადგილე სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში ქ-ნ თეონა კალანდაძეს.
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA №1 სასწავლებელს წარმოადგენს რეგიონში, თავისი ინოვაციური განვითარებით და სიახლეების დანერგვით. აკადემია თავისი ენერგიული და შრომისმოყვარე სტაფით მზად არის მიიღოს პროფესიული განათლების ბაზარზე არსებული სიახლეები, გამოწვევები და დანერგოს აკადემიაში.
მადლობა აკადემიის ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს!
მადლობა აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებლებს!

1

დაგვიკავშირდით

 შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA

  • მის: ქ.ბათუმი, გრიბოედოვის 67
  • ტელ:577471577 ; 593 93-17-91

გაუზიარეთ