20.05.2022
- Details
- Published on 29 June 2022
2022 წლის 19-20 მაისს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს დირექტორის მოადგილე სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში თეონა კალანდაძემ მონაწილეობა მიიღო ვორქშოფში ,,პროფესიული განათლების მიმართულების პრაქტიკოსი მკვლევარი“.
ვორქშოფის მიზანი დაწესებულებებში კვლევის ჩასატარებლად და შედეგების ინტერპრეტირებისათვის საჭირო საბაზისო უნარ-ჩვევების დაუფლება იყო.
ვორქშოფი შედგებოდა ორი ნაწილისაგან ნაწილი 1. კრიტიკული კვლევითი აზროვნება, რომელიც ქმნის კარგ მკლევარს;
ნაწილი 2. კვლევის პროცესი;
პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების წარმომადგენლებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით წვრთნები ჩაუტარა გერმანიიდან მოწვეულმა ტრენერმა - პროფ.დოქ. მარკუს ბიონერმა.









