24.06.2022

  • 21-23 ივნისს, სახელმწიფო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, კონფერენცია „უნარების ეკოსისტემა და რეფორმის ახალი ეტაპი“ გაიმართა
  • კონფერენციის მიზანი იყო საჯარო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლებისთვის პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმის ახალი ეტაპის გაცნობა, ამ პროცესში მათი როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმა და სააგენტოს მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება
  • კონფერენცია პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თამარ ქიტიაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს
  • ქალბატონ თამარ ქიტიაშვილმა პროფესიული განათლების სფეროს მართვის ახალი მოდელის შესახებ ისაუბრა და მიმოიხილა ამ მოდელის როლი უნარების ეკოსისტემის განვითარებაში
  • ღონისძიებას ესწრებოდა ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს დირექტორის მოადგილე სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში თეონა კალანდაძე.

1
2
3
4
5
6

დაგვიკავშირდით

 შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA

  • მის: ქ.ბათუმი, გრიბოედოვის 67
  • ტელ:577471577 ; 593 93-17-91

გაუზიარეთ