18.09.2023

ყურადღება ვაკანსია
შპს "ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA", აცხადებს ვაკანსიას, ფარმაცია (სააფთიაქო) და ბუღალტრული აღრიცხვის საგანმანათლებლო პროგრამების საბაზისო და თეორიული მოდულების, პროფესიული მასწავლებლის პოზიციაზე;
სამუშაო პირობები;
სამუშაო გრაფიკი: საათობრივი;
ანაზღაურება: ერთი აკადემიური საათი 18 ლარი.
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი ალ. გრიბოედოვის 67.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი. სასურველია პროფესიული მასწავლებლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
Word, Power Point - ის საშუალო დონეზე ცოდნა.
ფუნქცია/მოვალეობები:
პროფესიული განათლების მასწავლებელი ჩართულია აკადემიის მიერ, პროფესიული სტანდარტისა და ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი და დამტკიცებული, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიწოდება/განხორციელება, პროგრამის მოდულებისა და აკადემიის ადმინსიტრაციის მიერ, პროფესიული მასწავლებლის მონაწილეობით შედგენილი, კალენდარული გეგმის შესაბამისად;
უზრუნველყოფს ლექცია-მეცადინეობების წარმართვისას კალენდარული გეგმის დაცვას და მოდულით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად პროფესიულ სტუდენტთა მომზადებას მზაობის შემოწმებას;
პროფესიული განათლების მასწავლებელი ვალდებულია სათანადო ჩანაწერები/აღნიშვნები აქტივობების შესახებ, პროფესიული სტუდენტის პორტფოლიო აწარმოოს სწორად, დროულად და ხარისხიანად;
ახორციელებს ტესტების და საგამოცდო ინსტრუმენტების მომზადებას, ადმინისტრირებასა და შეფასებას. მათი აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან შეთანხმებას;
აკადემიის ადმინსიტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელოს სასწავლო მასალის და მიდგომის ადაპტირება, ისე რომ მაქსიმალურად იყოს მორგებული პროფესიული სტუდენტის საჭიროებებს და ინტერესს.
პიროვნული თვისებები:
გამართული და დახვეწილი მეტყველება;
დროის ეფექტურად მართვის უნარი
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პრეზენტაბელური, ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) 28.10.2023-მდე ელმისამართზე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

დაგვიკავშირდით

 შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA

  • მის: ქ.ბათუმი, გრიბოედოვის 67
  • ტელ:577471577 ; 593 93-17-91

გაუზიარეთ