06.06.2026
კოლეგიალური ვიზიტი ბათუმში — გამოცდილების გაზიარება პროფესიული განათლების განვითარებისთვის!
5–6 ივნისს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩატარდა. ვიზიტის ფარგლებში, 23 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელმა აქტუალურ თემებზე იმსჯელა:
პროფესიული ორიენტაცია
დისტანციური სწავლება და მისი მართვა
ადმინისტრაციული წარმოებების ანალიზი და ავტორიზაციის ტენდენციები
კოლეგიალური ვიზიტები სწორედ ის მექანიზმია, რომელიც აძლიერებს ხარისხის კულტურას, ამკვიდრებს წარმატებულ პრაქტიკას და ხელს უწყობს სისტემის მდგრად განვითარებას. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
განსაკუთრებული მადლობა:
მასპინძელ დაწესებულებას — ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი გულთბილი მიღებისა და შესანიშნავი ორგანიზებისთვის!
ასოციაციის ხარისხის უზრუნველყოფის კომიტეტსა და ყველა სპიკერს — ღირებული ცოდნისა და საინტერესო დისკუსიებისთვის.
გვჯერა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სექტორის გაძლიერებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაში!
შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-დან კოლეგიალურ ვიზიტში მონაწილეობა მიიღო აკადემიის დირექტორი ქ-ნ ჟუჟუნა ზოიძე და ხარისხის მართვის მენეჯერი ქ-ნ თეონა კალანდაძე;
04.06.2026
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA ხელოვნური ინტელექტის (AI) სამდღიან ვორქშოპს დაესწრო!
ტექნოლოგიები ყოველდღიურად ცვლის სამუშაო და სასწავლო პროცესებს, ამიტომ AI-ის შესაძლებლობების ათვისება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ტრენინგის ფარგლებში:
გავეცანით AI-ის თანამედროვე ხელსაწყოებსა და მათ პრაქტიკულ გამოყენებას.
განვიხილეთ, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება განათლებასა და პროფესიული საქმიანობაში.
სამივე დღე დატვირთული იყო რეალური სავარჯიშოებით, დისკუსიებითა და გამოცდილების გაზიარებით.
განსაკუთრებული მადლობა მასპინძელ დაწესებულებას - ბათუმის სამედიცინო აკადემიას;
მადლობა ტრენერს საინტერესო და ნაყოფიერი ვორქშოპისთვის, ხოლო თითოეულ მონაწილეს — აქტიური ჩართულობისა და ენთუზიაზმისთვის!
21.05.2026
2026 წლის 21 მაისი ჩვენი სტუდენტები „პსპ ფარმას“ დასაქმების ფორუმზე!
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის ფარმაცია (სააფთიაქო)-ს პროფესიული სტუდენტები სასტუმრო Sheraton Batumi-ში გამართულ „პსპ ფარმას“ მასშტაბურ დასაქმების ფორუმს დაესწრნენ.
ღონისძიება ჩვენი ახალგაზრდებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა აღმოჩნდა, პირადად გაცნობოდნენ საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ფარმაცევტული ქსელის კარიერულ პერსპექტივებსა და სამუშაო გარემოს.
ფორუმის ფარგლებში სტუდენტები შეხვდნენ კომპანიის ტალანტების გუნდს და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია დასაქმების პირობებზე. დაესწრნენ საინტერესო პრეზენტაციებს და გაეცნენ პროდუქციის სიახლეებს, რომლებიც კომპანიის წამყვანმა ფარმაცევტებმა წარადგინეს.
ფორუმის ორგანიზატორებმა სტუდენტები სპეციალური საჩუქრებითა და სიურპრიზებით გაანებივრეს.
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია ყოველთვის მხარს უჭერს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და ხელს უწყობს მათ პირდაპირ კავშირს პოტენციურ დამსაქმებლებთან. გვჯერა, რომ ეს ფორუმი ბევრი მათგანისთვის წარმატებული კარიერის დასაწყისი გახდება!
მადლობას ვუხდით PSP / პსპ-ს საინტერესო და ნაყოფიერი ღონისძიებისთვის!
08.05.2026
2026 წლის 8 მაისი ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ფარმაცია (სააფთიაქო) (2025 წლის მიღება)
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის პროფესიული განათლების სტუდენტებს უმასპინძლა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შოთა მამულაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა..
სტუდენტებისთვის ჩატარდა ლექცია არქეოლოგიური კვლევების განვითარების ისტორიის, თანამედროვე მეთოდოლოგიისა და მნიშვნელოვანი აღმოჩენების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არქეოლოგიასა და მედიცინას შორის არსებულ კავშირს - კერძოდ, იმ საკითხს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არქეოლოგიური მასალა ანთროპოგენეზის, სხვადასხვა დაავადებისა და ინფექციის ევოლუციის შესწავლისათვის.
პროფესიული განათლების სტუდენტები დეტალურად გაეცნენ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე მოქმედ ლაბორატორიას, მის სამუშაო სპეციფიკასა და იმ თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, რომლებიც გამოიყენება აღმოჩენილი მასალის პირველადი დამუშავებისა და კვლევის პროცესში.
ლექციას უძღვებოდა სააგენტოს მეცნიერ-თანამშრომელი - სულხან მამულაძე;




































