,,სიყვარული"
- Details
- Published on 17 April 2017

12 აპრილს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს ოფისის მენეჯერის IV საფეხურის სტუდენტებმა, ლამაზად მორთულ დარბაზში, გამართესსაინტერესო ღონისძიება თემაზე ,,სიყვარული".
თემა მიეძღვნა ქალს, დედას, სიყვარულს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის დირექტორი ჟუჟუნა ზოიძე, დირექტორის მოადგილე ჟუჟუნა პაიჭაძე, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი თამილა დარჩია, აკადემიის IT მენეჯერი თეონა კალანდაძე და აკადემიის სტუდენტები. ღონისძიებაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა აკადემიის სტუდენტების მიერ შესრულებული ლექსები, სიტყვები ქალზე, დედაზე, სიყვარულზე, აკადემიის სტუდენტებმა ღონისძიების მონაწილე ქალბატონებს მიართვეს სიმბოლური საჩუქრები.
დიდი მადლობა აკადემიის სტუდენტებს ასეთი ლამაზი და სასიამოვნო დღისთვის.









