12.04.2024
- Details
- Published on 14 May 2024
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამა - „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ VET 3 - ის მხარდაჭერით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარებისა და თვითშეფასების პროცესში მტკიცებულებათა იდენტიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერებისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
- შეხვედრის ფარგლებში, წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით მტკიცებულებების განსაზღვრის არსებული პრაქტიკის შესახებ.
- პრეზენტაციების შემდეგ, ხუთი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გადანაწილდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები და განხორციელდა დამატებითი მტკიცებულებების იდენტიფიცირება და არსებული მტკიცებულებების გაანალიზება ჯგუფებში შემავალი დაწესებულებების არსებული პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
- აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ, სამუშაო ჯგუფებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და კითხვა-პასუხის რეჟიმში ამომწურავად მიიღეს ინფორმაცია ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
- შეხვედრაზე შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-დან ესწრებოდა დირექტორის მოადგილე სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში ქ-ნ თეონა კალანდაძე









