31.05.2024
- Details
- Published on 04 June 2024
2024 წლის 29-30 მაისს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-მ საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად და შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გასაცნობად პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხისა მართვის სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრა გახსნა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს დირექტორმა ია ერაძემ.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და პროცესს მოდერაციას უწევდნენ:
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე - კახაბერ ერაძე
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე - ქეთევან ციხისელი
ვიზიტი უაღრესად პროდუქტიული იყო მონაწილე მხარეებისთვის;
შეხვედრამ ხელი შეუწყო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რამაც გააძლიერა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობითი სულისკვეთება.
ღონისძიებამ ხაზი გაუსვა უწყვეტი დიალოგისა და თანამშრომლობის სასიცოცხლო მნიშვნელობას პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA მადლობას უხდის საქართველოს ბიზნეს აკადემია SBA-ს მასპინძლობისთვის.
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-დან აღნიშნულ ვიზიტს ესწრებოდა დირექტორის მოადგილე სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში თეონა კალანდაძე









