03.01.2020
03/01/2020
ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-ში გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, ჯგუფმა წარმოადგინა 2019 წლის სამოქმედო გეგმის ანალიზი და 2020 წლის სამოქმედო გეგმა-გრაფიკი, შეხვედრას ესწრებოდნენ დირექტორი, პროფესიული განათლების მასწავლებლები და პროფესიული სტუდენტები.
29.12.2019
2019 წელი მშვიდობიანად გააცილეს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს სტუდენტებმა და პერსონალმა, 2020 წლისადმი მიძღვნილი საახალწლო კარნავალი საკმაოდ მხიარულ და სასიამოვნო გარემოში ჩაატარეს. ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
28.12.2019
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია გილოცავთ შობა ახალ წელს. აკადემიაში სწავლა განახლდება 6 იანვარს.
07.10.2019
ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-ში სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა აკადემიის დირექტორის მოადგილემ - ჟ. პაიჭაძემ, მან მადლობა გადაუხადა თითოეულ პროფესიულ სტუდენტს პროფესიული განათლებისა და ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს არჩევისათვის, აკადემიის მისია, ხედვა, ღირებულებები, მიღწევები და სამომავლო გეგმები სტუდენტებს გააცნეს, სასწავლო პროცესის მენეჯერმა - ლ. ჩიქოვანმა და პროფესიული განათლების მასწავლებლებმა.
შეხვედრა ჩატარდა თბილ გარემოში, ბოლოს გაიჭრა ტორტი.




































