7 მარტი 2025 წელი (2)
2025 წლის 7 მარტი გაიცანით ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს პ.ს.პ საექთნო განათლების სტუდენტი ანანო თავდგირიძე, რომელიც გახდა ა.ა.ი.პ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების (სწჯს) გუნდის ახალი წევრი;
ანანო 2025წლის 18 თებერვლიდან უწყვეტად არის წითელი ჯვრის ბათუმის ადგილობრივი ორგანიზაციის შინმოვლის მოხალისე, რომელიც ემსახურება ბენეფიციარებს ...
,,აქტიურად და უწყვეტად ვზრუნავს მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება"
07.03.2025
2025 წლის 7 მარტი ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა-აღმზრდელი (2024 წლის მიღება)
მოდული: ბავშვის განვითარების თავისებურებები
მოდულის განმახორციელებელი: ლია კაკაურიძე
თემატიკა:
1) ლევ ვიგოცკის სოციოკულტურული თეორია, იური ბრონფერბრენერის ეკოლოგიური სისტემის თეორია;
2) ფიზიკური გარემო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში;
3) ბავშვის განვითარების სფეროები;
05.03.2025
2025 წლის 05 მარტი ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე ,,ფსიქოზური სიპტომატიკის არსი და მკურნალობის მნიშვნელობა"
მოდერატორი - თეონა კალანდაძე, ხარისხის მართვის მენეჯერი,
პანელის სპიკერი - მირიან მახარაძე, შპს ,,ბათუმის სამედიცინო ცენტრის" ფსიქიატრიული დეპარტანმენტის უმცროსი ექიმი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქიატრიის მიმართულების რეზიდენტი, პროფესიული განათლების მასწავლებელი;
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომელსაც ესწრებოდნენ აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებლები და პროფესიული განათლების სტუდენტები;
14.02.2025
2025 წლის 14 თებერვალი ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA
დასაქმების ფორუმი - საინტერესო შეხვედრა ფარმაცევტულ კომპანია GEPHA-სთან..
პროფესიული განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში შეხვედრა მოეწყო პსპ ფარმაცია (სააფთიაქო)ს პროფესიული განათლების სტუდენტებთან.
შეხვედრის ფარგლებში GEPHA-ს წარმომადგენლებმა პროფესიული განათლების სტუდენტებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია კარიერული შესაძლებლობების შესახებ, ასევე პროფესიული განათლების სტუდენტებს და მოქმედ ფარმაცევტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ვაკანსიებს.
შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო, სადაც მონაწილეობა მიიღეს პროფესიული განათლების მასწავლებლებმა და პროფსიული განათლების სტუდენტებმა, გამარჯვებულებს კი გადაეცათ საჩუქრები GEPHA-ს წარმომადგენლებისგან..




































