22.04.2024
SOS! იჩქარეთ!!!!
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA აცხადებს რეგისტრაციას მოთხოვნად და
პრესტიჟულ პროფესიულ პროგრამებზე
სახელმწიფო დაფინანსებით!
- საექთნო განათლება (უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საექთნო საქმეში) - 3 წელი;
- ფარმაცია(სააფთიაქო) (უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ფარმაციაში) - 2 წელი;
- ბუღალტრული აღრიცხვა (უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში) - 2 წელი;
- აღმზრდელი (უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში) - 2 წელი;
- საფინანსო სერვისები (ბანკი, დაზღვევა) - 1 წელი;
SOS!
პროფესიული სტუდენტებისთვის სამხედრო სავალდებულო გაწვევა გადავადებულია!
გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი დიპლომი.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე ასევე შესაძლებელია რეგისტრაციისთვის მიმართოდ აკადემიის ადმინისტრაციას!
ისწავლე და დასაქმდი!
მისამართი:
ქ. ბათუმი, ალ. გრიბოედოვის 67
593 93 17 91; 555 98 32 12
12.04.2024
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამა - „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ VET 3 - ის მხარდაჭერით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარებისა და თვითშეფასების პროცესში მტკიცებულებათა იდენტიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერებისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
- შეხვედრის ფარგლებში, წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით მტკიცებულებების განსაზღვრის არსებული პრაქტიკის შესახებ.
- პრეზენტაციების შემდეგ, ხუთი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გადანაწილდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები და განხორციელდა დამატებითი მტკიცებულებების იდენტიფიცირება და არსებული მტკიცებულებების გაანალიზება ჯგუფებში შემავალი დაწესებულებების არსებული პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
- აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ, სამუშაო ჯგუფებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და კითხვა-პასუხის რეჟიმში ამომწურავად მიიღეს ინფორმაცია ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
- შეხვედრაზე შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-დან ესწრებოდა დირექტორის მოადგილე სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში ქ-ნ თეონა კალანდაძე
08.01.2023
2024 წლის 08 იანვარს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ში განხორციელდა 2024 წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის განხილვა.
28.12.2023
ბათუმის საზოგადოებრივ აკადემიაში გაიმართა საახალწლო ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა აკადემიის პროფესიული სტუდენტები, პროფესიული მასწავლებლები და აკადემიის ადმინისტრაცია. თითოეულმა კურსმა წარადგინა თავისი სუფრა სპეციალობის შესაბამისად.. ღონისძიება წარიმართა მხიარულად , ასევე ნომინაციებით დაჯილდოვდა ყველა კურსი.
ყველას მოგილოცავთ დამდეგ 2024 წელს, ეს წელი ხვავის, ბარაქის და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს.




































