თეონა ჯაბნიძის სამადლობელო წერილი
ვფიქრობ, რომ თუ არა ბათუმის საზოგადოებრი აკადემია BPA, მე დღეს არ მექნებოდა სტაბილური სამსახური.
მადლობა მინდა გადავუხადო აკადემიის კოლექტივს, ჩემს ყურადღებიან ლექტორებს, განსაკუთრებით კიჩემს კურატორს ქალბატონ ჟუკა ქორიძე-პაიჭაძეს ❤
მიკრო საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი"-ის თანამშრომელი თეონა ჯაბნიძე, ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს ბანკის ოპერატორის მე-5 საფეხურის კურსდამთავრებული.
ქველმოქმედება
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA -ს ოფისის მენეჯერის III საფეხურის (ხელმძღვანელით. კალანდაძე) სტუდენტებმა მოინახულეს კოკობინაძეების მრავალშვილიანი ოჯახი და მათ წინასაახალწლოდ გადასცეს სურსათი და საჩუქრები.
აკადემიის დირექცია მადლობას უხდის თითოეულ სტუდენტს აღნიშნულ ქველმოქმედებაში აქტიური მონაწილეობისათვის. ვამაყობთ რომ ასეთი სტუდენტები გვყავს❤️❤️❤️
#სიკეთეგადამდებია
1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რაც შიდსის პანდემიის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
პრეზენტაცია ,,საბანკო საქმე"
29 ნოემბერს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ში ჩატარდა პრეზენტაცია ბანკის ოპერატორის V საფეხურის პროფესიულ პროგრამაში ,,საბანკო საქმე". ხელმძღვანელი ლ. ბერიძე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აკადემიის წარმომადგენლები. ბანკის ორერატორის სტუდენტებმა გააკეთეს მიმოხილვა კომერციული ბანკების საბაზრო წილზე ქვეყანაში, ასევე ისაუბრეს ბანკების ისტორიაზე, საბავშვო ანაბრებზე, სესხებზე და განახლებული 5 ლარიანის ისტორიაზე. მათ ასევე ჩაწერეს ინტერვიუ თიბისი ბანკის საკრედიტო ოფიცერთან და მიიღეს ამომწურავი პასუხები დასმულ კითხვებზე.
აკადემიის დირექცია მადლობას უხდის პროგრამის ხელმძღვანელს და თითოეულ სტუდენტს.