საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა
27.10.2014
2014 წლის 24 ოქტომბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა აკრედიტაციის საბჭოს სხდომა.
აღნიშნულ სხდომაზე სააკრედიტაციოდ წარგენილი იყო ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს ბანკის ოპერატორის მეხუთე საფეხურის, ფარმაცევტის თანაშემწის მეხუთე საფეხურის, ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალისტის მესამე საფეხურის, პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.
სხდომაზე გამართული დისკუსიისა და მსჯელობის შემდეგ ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს ყველა პროფესიულ პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია.
ვულოცავთ აკადემიის მთელ შემადგენლობას კიდევ ერთ წარმატებას!!!!
ხელშეკრულება ა(ა)იპ „საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტას“ – თან
08.09.2014
გაფორმდა ხელშეკრულება სასწავლო პრაქტიკაზე სტუდენტების დაშვების შესახებ ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA სა და ა(ა)იპ „საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტას“ შორის.
სარეკომენდაციო ბორდის სხდომა
08. 08. 2014
მიმდინარე წლის 12 აგვისტოს 11.00 საათზე გაიმართება ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA ს სარეკომენდაციო ბორდის სხდომა. ბორდის წევრებს გთხოვთ დაესწროთ
ავტორიზებული კოლეჯი
30.06.2014
ავტორიზაციის საბჭოს 2014 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA –ს საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი მიენიჭა.
გილოცავთ და გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს!