განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი ქალბატონი ციური დურულის ვიზიტი
გარე მხარდაჭერის მისიით 19,20 და 21 ოქტომბერს ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-ში ვიზიტით იმყოფებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი ქალბატონი ციური დურული. გარე მხარდაჭერის სპეციალისტი შეხვდა კოლეჯის ადმინისტრაციას, პროფესიულ მასწავლებლებს და გააცნო ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ. შემაჯამებელ შეხვერდაზე ექსპერტმა მიუთითა აკადემიის მუშაობის დადებით მხარეებზე, ასევე სარეკომენდაციო ხასიათის რჩევებზე. აკადემიის დირექტორმა ჟუჟუნა ზოიძემ დადებითად შეაფასა აკადემიაში ექსპერტ ციური დურულის ვიზიტი და აღნიშნა, რომ სამდღიანი დატვირთული სამუშაო პროცესი აღმოჩნდა საქმიანი, ნაყოფიერი.
ახალი 2018-2019 სასწავლო წელი
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA ულოცავ სახალი 2018-2019 საწავლო წლის დაწყებას აკადემიის ყველა სტუდენტს,ლექტორ-მასწავლებლებს, მშობლებს. განსაკუთრებულად კი ვულოცავთ პირველკურსელებს იმ წარმატებას, რასაც მიაღწიეს – გახდნენ სტუდენტები!
ვუსურვებთ მათ განვითარებას და წინსვლას!

ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA
აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას 2018–2019 სასწავლო წლისათვის ავტორიზებულ
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
- ბანკის ოპერატორი;
- ბუღალტერი;
- ოფისის მენეჯერი (მდივან–რეფერენტი);
- პრაქტიკოსი ექთანი;
- ფარმაცია;
- ექთნის თანაშემწე;
- ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალისტი.
აკადემიაში მიიღებიან სრული და არასრული საშუალო განათლების მქონე პირები;
მიღება იწარმოებს გასაუბრების წესით.
გაიცემა ორენოვანი დიპლომი.
მისამართი: ქ.ბათუმი,გრიბოედოვის N67
ტელ: 0422 22-71-63
მობ : 593 93-17-91
593 32 37 25
ელ-ფოსტა:
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
ექსკურსია
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს სტუდენტებმა სტუდენტური დღეების ფარგლებში მოინახულეს სუმელას მონასტერი და ქალაქ ტრაპიზონის აია სოფიას ტაძარი.
სუმელას მონასტერი IV-V საუკუნის მართლმადიდებლური მონასტერია. IV საუკუნიდან მონასტერში დაცული იყო ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. სახელწოდება სუმელა ერთ-ერთი ვერსიით ბერძნულია და „შავ მთას“ აღნიშნავს, მეორე ვერსიის თანახმად სიტყვა „სუმელა“ ლაზურია და „სამებას“ ნიშნავს.




































