დაჯილდოების ცერემონია
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით შიდა ხარისხის მართვის (EFQM) „სრულყოფის მოდელის“ დანერგვის პროცესში მიღწეული წარმატებისთვის პროფესიული დაწესებულებების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა და EFQM-ის კონსულტანტთან დოქტორ სიუზან კალდშმიტთან ერთად ექვს პროფესიულ დაწესებულებას სერტიფიკატები გადასცა.
ახალი სასწავლო წელი
2015 წლის 21 სექტემბერს ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-ში დაიწყო ახალი სასწავლო წელი, გილოცავთ აკადემიის თანამშრომლებს, სტუდენტებს, განსაკუთრებით პირველკურსელებს!
აკადემია გილოცავთ ღვთისმშობლობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
„ EFQM სრულყოფის მოდელის"დანერგვის ვალიდაცია
2015 წლის 10 სექტემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემიაში გაიმართა „ EFQM სრულყოფის მოდელის"დანერგვის ვალიდაცია, რომელიც „EFQM-ის გზით სრულყოფაზე ორიენტირებული განვითარების "პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) საზოგადოების ხელშეწყობით განხორციელდა.
ვაკანსია
14.08.2015

ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA აცხადებს ვაკანსიებს პროფესიული მასწავლებლის თანამდებობებზე შემდეგი მიმართულებებით:
1. ბიზნესის ადმინისტრირების სკოლა:
ა). საბანკო საქმე – 1 ვაკანსია;
ბ). საბანკო მენეჯმენტი – 1 ვაკანსია;
გ). საბანკო სამართალი – 1 ვაკანსია;
დ). ბიზნესის სტატისტიკა და ანალიზი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:




































