პრეზენტაცია
საგანი: დაგეგმვა-პრეზენტირება
მასწ. ქეთინო გოლეთიანი
ოფისის მენეჯერის (მდივან-რეფერენტი) მე-3 და მე-4 საფეხურის პროფესიული პროგრამის სტუდენტებმა ჩაატარეს პრეზენტაციები დისციპლინის ფარგლებში: დაგეგმვა-პრეზენტირება. მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები თემებზე: კონფერენციის ორგანიზება, ქორწილის ორგანიზება, ფურშეტის ორგანიზება. წარმოდგენილმა საკითხებმა გამოიწვია დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი, დისკუსია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
ტრენინგი ბათუმის საზოგადოებრივ აკადემიაში BPA -ში
ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-სა და შინმოვლის საერთაშორისო ორგანიზაციის ”საქართველოს კარიტასი” შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 2015 წლის 9–13 მარტს ბათუმის საზოგადოებრივ აკადემიაში BPA სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისათვის ჩატარდა ტრენინგი შინმოვლის საკითხებთან დაკავშირებით.
დასაქმების ფორუმი 2015
11.03.2015
დასაქმების სააგენტო ეიჩარი გიწვევთ ყოველწლიურ დასაქმების ფორუმზე
ფორუმის მიზნები:
• შეხვედრის ორგანიზება დამსაქმებლებსა და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს/ 2013-2014 წლების კურსდამთავრებულებს შორის;
• დავეხმაროთ კომპანიებს პერსპექტიული და მოტივირებული კადრების მოძიებაში;
• დავეხმაროთ კომპანიას გაეცნოს სტუდენტებს როგორც დამსაქმებელი;
• დავეხმაროთ სამსახურის მაძიებლებს მომავალი დამსაქმებლის შერჩევაში.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ააიპ „ევექსის" სასწავლო ცენტრთან
21.01.2015
გაფორმდაურთიერთთანამშრომლობისმემორანდუმიBPA–სადაააიპ „ევექსის" სასწავლო ცენტრს შორის
აღნიშნულიმემორანდუმიითვალისწინებსთანამშრომლობასდა ერთობლივ კოორდინირებულ საქმიანობას პრაქტიკოსი ექთნისა და ექთნის თანაშემწის პროფესიული პროგრამების სტუდენტების მაღალი პროფესიონალების ჩამოყალიბების საქმეში, ასევე სასწავლო პროგრამების დახვეწაში, პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარების საქმეში.




































