პრეზენტაცია - ,,გარემოს დაცვა“
15 მაისს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ში ჩატარდა ბუღალტერ-მოანგარიშის III საფეხურის სტუდენტთა პრეზენტაცია თემაზე ,,გარემოს დაცვა“. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა 6- ზე მეტი ნაშრომი. სტუდენტებმა აქტიურად გააშუქეს გარემოს დაცვის ყველა ის ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას.
"ქველმოქმედება"
2017 წლის 13 აპრილს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს ოფისის მენეჯერის III საფეხურის სტუდენტებმა წინასააღდგომო საჩუქარი გაუკეთეს მრავალშვილიან ოჯახს.
,,სიყვარული"

12 აპრილს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს ოფისის მენეჯერის IV საფეხურის სტუდენტებმა, ლამაზად მორთულ დარბაზში, გამართესსაინტერესო ღონისძიება თემაზე ,,სიყვარული".
„საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ მეოთხე ფორუმი

2017 წლის 20 თებერვალს გაიმართა „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ მეოთხე ფორუმი. ფორუმში მონაწილეობა მიიღო ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ის დირექტორის მოადგილემ სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში ქ-ნმა ჟუჟუნა პაიჭაძემ. ასოციაციის პრეზიდენტმა ქ-ნი ნინო გომელაურმა ფორუმის მონაწილეებს წარუდგინა 2015-2016 წლების ანგარიში.




































