განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი ქალბატონი ციური დურულის ვიზიტი
- Details
- Published on 23 October 2018
გარე მხარდაჭერის მისიით 19,20 და 21 ოქტომბერს ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-ში ვიზიტით იმყოფებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი ქალბატონი ციური დურული. გარე მხარდაჭერის სპეციალისტი შეხვდა კოლეჯის ადმინისტრაციას, პროფესიულ მასწავლებლებს და გააცნო ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ. შემაჯამებელ შეხვერდაზე ექსპერტმა მიუთითა აკადემიის მუშაობის დადებით მხარეებზე, ასევე სარეკომენდაციო ხასიათის რჩევებზე. აკადემიის დირექტორმა ჟუჟუნა ზოიძემ დადებითად შეაფასა აკადემიაში ექსპერტ ციური დურულის ვიზიტი და აღნიშნა, რომ სამდღიანი დატვირთული სამუშაო პროცესი აღმოჩნდა საქმიანი, ნაყოფიერი.
არის რეკომენდაციები, რაც დაგვეხმარება მომავალი ავტორიზაციის ახალი სტანდარტების საქმიანობის სრულყოფაში“. ვიზიტმა ჩაიარა კეთილმოსურნეობის, მხარდაჭერისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების ფორმატში.









