შეხვედრა აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან
- Details
- Published on 14 November 2018
აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში საჯარო და კერძო პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებს ასსპა-ს თავმჯდომარე თამაზ შავაძე და თავმჯდომარის მოადგილეები : ასლან ლორთქიფანიძე და თამაზ თურმანიძე შეხვდნენ.
სამუშაოზე შეხვედრაზე მოისმინეს ის პრობლემები, რომლებიც კერძო პროფესიულ სასწავლებლებს თავიანთი მუშაობის პროცესში აქვთ. პალატა მათ დაეხმარება, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის წარმომადგენელთან აჭარაში ჩართულობით, ამ პრობლემების შესაბამის უწყებებში მიწოდებასა და შესაძლებლობების ფარგლებში მათ გადაწყვეტაში.
საქართველოში ინერგება დუალური განათლების სისტემა, რომელიც ითვალისწინებს სამუშაო პრაქტიკაზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მიღებას. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა პროფესიული სასწავლებლებისა და კომპანიების ეფექტური კომუნიკაცია, რისთვისაც აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა შეასრულებს შუამავლის ფუნქციას. აღნიშნული სამუშაოების განხორციელების მიზნით პროფესიული სასწავლებლებისა და კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც კოორდინაციას აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა გაუწევს.აღნიშნულ შეხვედრაზე ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-დან იმყოფებოდა დირექტორის მოადგილე ჟუჟუნა პაიჭაძე.









