15.09.2023
საკვალიფიკაციო გამოცდა
შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემსია BPA-ში ჩატარდა საკვალიფიკაციო გამოცდა საექთნო განათლების პროფესიულ პროგრამაზე.
1. 09.08.2023წ თეორიული კომპონენტი რომელიც შედგებოდა 200 ტესტური დავალებისგან, წარმატებით ჩააბარა საექთნო განათლების 14 კურსდამთავრებულმა.
2. 14.08.2023წ პრატიკული კომპონენტი რომელიც შედგებოდა პრატიკული დავალებებისადა საექთნო მანიპულაციებისგან წარმატებით ჩააბარა 14 კურსდამთავრებულმა.
საკვალიფიკაციო გამოცდის კომისიის წევრების უმრავლესობას წარმოადგენდა აკადემიის არაწევრი პარტნიორი ორგანიზაციის ევექსის ჰოსპიტლების წარმატებული ექთნები: მზია ჯიჯიეშვილი - კომისიის თავმჯდომარე, ინდირა ბერიძე - კომისიის წევრი, დალი ნიჭარაძე - კომისიის წევრი, თამილა ქართველიშვილი - კომისიის წევრი, მანანა ჯაშიაშვილი - კომისიის წევრი.
03.08.2023
GRADUATION!!!!!
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA გილოცავთ საექთნო განათლების კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას
გვჯერა აკადემიაში მიღებული ცოდნით ასახელებთ აკადემიას და უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენთ.
კურსდამთავრებულებმა საზეიმოდ დადეს ფიცი და გადაეცათ ,,ჰიპოკრატეს ფიცი"-ს სერთიფიკატები
1.06.2023
SOS! იჩქარეთ!!!! რეგისტრაცია დაიწყო!!!
რეგისტრაცია დასრულდება 10 სექტემბერს!!!!!
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA აცხადებს მიღებას შემდეგ პროგრამებზე !!!
აირჩიე
საექთნო განათლება (უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საექთნო საქმეში) - 3 წელი;
ფარმაცია(სააფთიაქო) (უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ფარმაციაში) - 2 წელი;
ბუღალტრული აღრიცხვა (უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში) - 2 წელი;
საოფისე საქმე - 1 წელი;
საფინანსო სერვისები (ბანკი, დაზღვევა) - 1 წელი;
SOS!
პროფესიული სტუდენტებისთვის სამხედრო სავალდებულო გაწვევა გადავადებულია!
უფასოდ (სახელმწიფო დაფინანსებით) სწავლა შესაძლებელია შემდეგ პროგრამებზე:
საექთნო განათლება;
ფარმაცია (სააფთიაქო);
ბუღალტრული აღრიცხვა;
საფინანსო სერვისები;
გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი დიპლომი.
რეგისტრაცია შესაძლებელია მათთვისაც, ვინც დარეგისტრირებულია უმაღლეს სასწავლებელში!
რეგისტრაციისთვის მიმართეთ აკადემიის ადმინისტრაციას!
ისწავლე და დასაქმდი!
მისამართი:
ქ. ბათუმი, ალ. გრიბოედოვის 67
593 93 17 91; 555 98 32 12
ვებ გვერი: www.bpa.ge
Facebook: ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
22.05.2023
2023 წლის 12-17 მაის შპს ,,ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA" და შპს ,,ეკვატორს" შორის ჩატარდა ბათუმის შიგა პირველობა მინი ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობა მიიღო ოთხმა გუნდმა. ჩატარდა ექვსი თამაში. ფინალში ერთმანეთს შეხვდება შპს ,,ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA" და შპს ,,ეკვატორი".
ფინალური თამაში გაიმართა 17 მაის. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ შპს ,,ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA და შპს ,,ეკვატორის" გამარჯვებული გუნდები. I და II ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ თასები, მედლები და სერტიფიკატები.
გამოვლინდა გამარჯვებულები:
ნომინაცია საუკეთესო მოთამაშე - ელგუჯა (გუჯა) კალანდაძე
ნომინაცია საუკეთესო მეკარე - ენრი მანველიძე.
ნომინაცია ბომბარდირი - თამაზ (თაზო) კაკაბაძე.
ტურნირს ,,ბათუმის შიგა პირველობა მინი ფეხბურთში" ორგანიზებას უწევს აჭარის რეგიონალური მინი ფეხბურთის ფედერაცია აკადემია BPA და ეკვატორის ფინანსური მხარდაჯერით. .




































