13.05.2022
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს საექთნო განათლების პირველი სასწავლო ციკლის სტუდენტებმა ექთნის საერთაშორის დღესთან დაკავშირებით წარმოადგინეს პრეზენტაცია ,, ექთნის როლი თანამედროვე მედიცინაში"
პრეზენტაციაზე განხილული იქნა ეთნის მნიშვნელობა თანამედრო მედიცინის განვითარებაში.
პრეზენტაციას ესწრებოდა აკადემიის ადმინისტრაცია, პროფესიული განათლების მასწავლებელები, პროფესიული სტუდენტები.
პრეზენტაციას ხელმძღვანელობდა - აკადემიის საექთნო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესიული განათლების მასწავლებელი ქალბატონი მამანა ჯაშიაშვილი.
23.04.2022
23 აპრილი წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღეა.
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის სტუდენტური თვითმართველობის ორგანიზებით ,, წაიკითხე წიგნები უკეთესი იქნები" სლოგანით დააჯილდოვა მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები. სტუდენტებს საჩუქრად გადაეცათ თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ბესტსელერები. აკადემიის ინიციატივით აღნიშნული ღონისძიება დაინერგება და ყოველწლიურად განხორციელდება.
02.04.2022
სასწავლო პროცესი.
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია.პსპფარმაცია (სააფთიაქო)ს მეორე სასწავლო წლის სტუდენტები .პრაქტიკული მეცადინეობა-რთული ფხვნილების მომზადების ტექნოლოგია.მოდული: ,,მყარი და რბილი წამლის ფორმების მომზადება".მოდულის განმახორხციელებელი პირი-პროვიზორი, ფარმაცევტ-ორგანიზატორი, პროფ.განათ. მასწავლებელი-მზია ბაკურიძე.
31.03.2022
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს საექთნო განათლების მეორე სასწავლო წლის სტუდენტები კლინიკურ პრაქტიკაზე ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში.
მოდული - ,,კლინიკური პრაქტიკა თერაპიული პაციენტის საექთნო მართვა" .
პრაქტიკის კომპონენტის მასწავლებლები: ინგა კილტავა ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის მთავარი ექთანი, მენტორ-ტრენერი, აკადემიის მოწვეული პროფესიული განათლების მასწავლებელი; თამილა ქართველიშვილი ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ანესთეზიის და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსი ექთანი, მენტორ-ტრენერი, აკადემიის მოწვეული პროფესიული განათლების მასწავლებელი.




































