პრეზენტაცია - ,,გარემოს დაცვა“
- Details
- Published on 11 May 2017
15 მაისს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ში ჩატარდა ბუღალტერ-მოანგარიშის III საფეხურის სტუდენტთა პრეზენტაცია თემაზე ,,გარემოს დაცვა“. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა 6- ზე მეტი ნაშრომი. სტუდენტებმა აქტიურად გააშუქეს გარემოს დაცვის ყველა ის ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდნენ ირინა დარჩიძე, ანზორ გუბელიძე და დალი თავაძე, მათ აგრეთვე ისაუბრეს საფრთხეში მყოფ ცხოველებზე და სიკეთის მომტან საქმიანობაზესტუდენტებს წარმატებები მიულოცეს და სერტიფიკატებიგადასცეს აკადემიის დირექტორის მოადგილემ ჟუჟუნა პაიჭაძემ.









