ექსკურსია
- Details
- Published on 29 May 2018
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს სტუდენტებმა სტუდენტური დღეების ფარგლებში მოინახულეს სუმელას მონასტერი და ქალაქ ტრაპიზონის აია სოფიას ტაძარი.
სუმელას მონასტერი IV-V საუკუნის მართლმადიდებლური მონასტერია. IV საუკუნიდან მონასტერში დაცული იყო ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. სახელწოდება სუმელა ერთ-ერთი ვერსიით ბერძნულია და „შავ მთას“ აღნიშნავს, მეორე ვერსიის თანახმად სიტყვა „სუმელა“ ლაზურია და „სამებას“ ნიშნავს.
2000 წლის 25 თებერვლიდან მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
აია-სოფიას ტაძარი ან მცირე აია-სოფია — გვიანი ბიზანტიური არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლია ტრაპიზონში. ცნობილია XIII საუკუნის ფრესკებით.
ტაძარი აგებულია ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორ მანუელ I-ის მმართველობის პერიოდში (1238-1263 წწ.). სამრეკლოს მშენებლობა დაიწყო 1426 წელს, ალექსი IV-ის მმართველობის დროს და დაასრულა მისმა მემკვიდრემ, იოანე IV-მ (1429-1459 წწ.). 1461 წელს მეჰმედ II-მ დაიპყრო ტრაპიზონის იმპერია და ტაძარი მეჩეთად გადააკეთა 1964 წელს დასრულდა 1958 წელს დაწყებული რესტავრაცია და ტაძარში მუზეუმი გაიხსნა.









