პროფესიული განათლების მასწავლებელთა ტრენინგი აკადემიაში
- Details
- Published on 25 January 2019
მიმდინარე წლის 16, 17 და 18 იანვარს ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-ში, მოდულური პროგრამების განმახორციელებელ პროფესიული განათლების მასწავლებელთა კომპეტენციის ასამაღლებლად, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი თემაზე ,,მოდულის სტრუქტურა და კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში, ტრენინგი ჩაატარა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-ტრენერმა მზია ბაკურიძემ. შემუშავებული იქნა დღის წესრიგი და მუშაობის გეგმა-გრაფიკი.
პირველ დღეს განხილული იქნა მოდული და მისი შემადგენელი კომპონენტები, მეორე დღეს ტრენინგი ჩატარდა თემაზე „შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება“, შესაბამისი მასალების გამოყენებით განხილული იქნა შეფასების ინსტრუმენტის ყველა კომპონენტი. ტრენინგი მიმდინარეობდა განმახორციელებელთა აქტიური ჩართულობით. ტრენინგის მონაწილეებს შესასრულებლად მიეცათ დავალება.
მესამე დღეს მონაწილეებმა წარმოადგინეს შესრულებული დავალებები. აკადემიის დირექტორ ჟუჟუნა ზოიძის დავალებით ტრენინგის წარმატებულ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.









