ვაკანსია საგანმანათლებლო პროგრამების
- Details
- Published on 27 May 2019
ა) საექთნო განათლება
ბ) ფარმაცია(სააფთიაქო)
შემდეგი მოდულების განმახორციელებელ პირებზე
1. კლინიკური პრაქტიკა - ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები
2. კლინიკური პრაქტიკა - გადაუდებელი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები
3. კლინიკური პრაქტიკა - თერაპიული პაციენტის საექთნო მართვა
4. კრიტიკული მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები და ანესტეზია
5. ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქიატრია;
6. სამეანო და გინეკოლოგიური პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები განათლებაში;
7. სამედიცინო ფიზიკის საფუძვლები
8. მორფოლოგიის და მემკვიდრეობის საბაზისო საკითხები~
შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: ა) დოკუმენტაციის გადარჩევა; ბ) გასაუბრება.
განმახორციელებელ პირად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი. უცხოური ენები მინიმალური მოთხოვნა ინგლისური - A1დონე, კომპიუტერული უნარები - საოფისე პროგრამების კარგი ფლობა.
განმახორციელებელ პირად მიღებისას უპირატესობა ენიჭება: ა) შესაბამისი, უფრო მაღალიკვალიფიკაციის პირებს. ბ) შესაბამისი დარგობრივი პროფილით მუშაობის სტაჟის ხანგრძლივობას; გ) გასაუბრებისას გამოვლენილ სათანადო უნარ–ჩვევებს.
კონკურსში მონაწილე პირმა პირველ ეტაპზე უნდა წარმოადგინოს:
• ავტობიოგრაფია (CV);
• უმაღლესი განათლების ან პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი ნოტარიულად დამოწმებული
• შესაბამისი დარგობრივი პროფილით მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი
დაინტერესებულმა პირებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ აკადემიაში ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: E-mail:
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
საბუთების მიღების ვადაა 2019 წლის 15 ივნისი 16:00 სთ-მდე.
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს მისამართია:
ქ. ბათუმი, გრიბოედოვის 67, ტელ: 0422 22 71 63.









