20 აპრილი 2026 წელი
- Details
- Published on 27 April 2026
2026 წლის 20 აპრილს პსპ ,,საექთნო განათლება"-ში ჩატარდა შუალედური შეფასება;
შუალედური შეფასება წარმოადგენს პროგრამის განხორციელების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს. შუალედური შეფასება საშუალებას იძლევა, დავაკვირდეთ პროფესიული სტუდენტის პროგრესს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევასთან დაკავშირებით და დროულად უზრუნველვყოთ ჩარევა სწავლა-სწავლების პროცესში;
შუალედური შეფასება ეხმარება პროგრამის განმახორციელებელ პირებს თვითშეფასებასა და სწავლების, შეფასების მეთოდების განვითარებაში;
შუალედური შეფასების კომისიის წევრებად მოწვეული იქნენ პრაქტიკის ობიექტის წარმომადგენლები.









