06.07.2022
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს საფინანსო სერვისების პროფესიული სტუდენტები, მოდული - საწარმოო პრაქტიკა საფინანსო სერვისები, განხორციელების ადგილი ,,ბაზის ბანკი"
24.06.2022
- 21-23 ივნისს, სახელმწიფო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, კონფერენცია „უნარების ეკოსისტემა და რეფორმის ახალი ეტაპი“ გაიმართა
- კონფერენციის მიზანი იყო საჯარო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლებისთვის პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმის ახალი ეტაპის გაცნობა, ამ პროცესში მათი როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმა და სააგენტოს მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება
- კონფერენცია პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თამარ ქიტიაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს
- ქალბატონ თამარ ქიტიაშვილმა პროფესიული განათლების სფეროს მართვის ახალი მოდელის შესახებ ისაუბრა და მიმოიხილა ამ მოდელის როლი უნარების ეკოსისტემის განვითარებაში
- ღონისძიებას ესწრებოდა ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს დირექტორის მოადგილე სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში თეონა კალანდაძე.
15.06.2022
2022 წლის 14 ივნის ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ში ჩატარდა სტუდენტთა კონფერენცია თემაზე ,,პარაფარმაციის როლი მედიცინაში"
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები, ხოლო ფარმაცია (სააფთიაქო) პროგრამის ხელმძღვანელს ქალბატონ მზია ბაკურიძეს გადაეცა მადლობის სიგელი კონფერენციის კარგად წარმართვასა და ორგანიზებისათვის.
10.06.2022
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს ფარმაცია (სააფთიაქო)-ს პირველი სასწავლო ციკლის პროფესიულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ,,მემკვიდრული დაავადებები".
პრეზენტაცია წარიმართა კითხვა პასუხის რეჯიმში.
პრეზენტაციას ესწრებოდა აკადემიის ადმინისტრაცია, პროფესიული განათლების მასწავლებლები და პროფესიული განათლების სტუდენტები.
პრეზენტაციის ორგანიზატორი - პროფესიული განათლების მასწავლებელი ქ-ნ თამილა შარაბიძე.




































