15.11.2021
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია -BPA -ს საოფისე საქმის პროგრამის სტუდენტები მოდული - გაცნობითი პრაქტიკის მეორე შედეგის დასადასტურებლად იმყოფებოდნენ პრაქტიკის ობიექტზე - საარქივო სამმართველოში.
მოდულის განმახორციელებელი - საოფისე საქმის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესიული განათლების მასწავლებელი ეთერ მიქელაძე.
02.11.2022
2021 წლის 02 ნოემბერს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს პროფესიული განათლების მასწავლებელთათვის ჩატარდა ტრენინგი -,,საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების რესურსები“ ტრენინგის ფასილიტატორი ქ-ნ მზია ბაკურიძე.
ტრენინგზე გაჟღერებული იქნა ავტორიზაციის მეორე სტანდარტის ძირითადი გამოწვევები. ტრენინგი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჯიმში. დღის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
23.11.2021
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო 2021 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA-ს მონიტორინგი ხუთივე სტანდარტით სრულ შესაბამისობით შეფასდა. აკადემიის დირექცია მადლობას უხდის აკადემიის სტაფს გაწეული წარმატებული საქმიანობისათვის, განსაკუთრებული მადლობა განათლების ხარისხის განვიტარების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/გადამზადების ექსპერტს ქ-ნ მზია ბაკურიძეს გაწეული კონსულტაციისათვის და დირექტორის მოადგილე სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში ქ-ნ თეონა კალანდაძეს.
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA №1 სასწავლებელს წარმოადგენს რეგიონში, თავისი ინოვაციური განვითარებით და სიახლეების დანერგვით. აკადემია თავისი ენერგიული და შრომისმოყვარე სტაფით მზად არის მიიღოს პროფესიული განათლების ბაზარზე არსებული სიახლეები, გამოწვევები და დანერგოს აკადემიაში.
მადლობა აკადემიის ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს!
მადლობა აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებლებს!




































