სასწავლო პროცესი
სასწავლო პროცესი
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის ფარმაცია (სააფთიაქო) პროგრამის სტუდენტები ( 2 ჯგუფი) საწარმოო პრაქტიკის ობიექტზე - სპს,,ბაკურიძე და კომპანია"-ს აფთიაქში.
პრაქტიკის ხელ-ლი, აფთიაქის მენეჯერი-სოფიო ბრუნჯაძე.
პრეზენტაცია ,,კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები და ანესთეზია"
ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-ს საექთნო განათლების მეორე სასწავლო წლის პროფესიულმა სტუდენტებმა მოდული ,,კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვის საფუძვლები და ანესთეზია" წარმოადგინეს პრეზენტაცია.
პრეზენტაციის ორგანიზატორი: პროფესიული განათლების მასწავლებელი - ქეთევან დიასამიძე.
შეხვედრას ესწრებოდა აკადემიის წარმომადგენლები, მოდულის განმახორციელებელი პროფესიული მასწავლებლები, პროფესიული სტუდენტები.
25.02.2021
2021 წლის 25 თებერვალს ბათუმის საზოგადოებრივ აკადემია BPA-ს შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც დაფუძნებულია სსიპ ,,განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის" მიერ ცენტრალიზებულად შემუშავებული პროფესიულ სტუდენტთა შეფასების ინსტრუმენტებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის დირექტორი, შიდა მხარდაჭერის ჯგუფის კორდინატორი და ჯგუფის წევრები
საერთაშორისო კონფერენცია „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები“.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2021 წლის 28, 29 იანვარს და 1 თებერვალს , ონლაინ რეჟიმში, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით გამართა ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენცია „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები“.
კონფერენციის მესამე დღე დაეთმო პროფესიულ განათლებას. რომელზეც განიხილეს:
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები;
- პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვა და თვითშეფასების ანალიზის შედეგები;
- ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება საქართველოში/პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დანერგვის ანალიზი - მიღწევები და გამოწვევები;
- პროფესიული კრედიტების სისტემა (ECVET) საერთაშორისო გამოცდილება;
- პროფესიული კვალიფიკაციების ხარისხის განვითარება;
- სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების სისტემის დანერგვის გამოწვევები COVID-19 პირობებში;




































